თთტთგაკვეთილის მთავარი თემა
|
თეატრი
|
სწავლების საფეხური
|
მე-5 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
28-მოსწავლე
|
მოსწავლეები გაეცნობიან თეატრის ისტორიას,მოცემული სპექტაკლის მთავარ პერსონაჟებს,განუვითარდებათ ლოგიკური მსჯელობის უნარ-ჩვევები.
| |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
თეატრისა და კინოს, როგორც ხელოვნების სინთეზური დარგების თავისებურებებზე მსჯელობის, ლიტერატურული პერსონაჟის სახასიათო ნიშნების ნამუშევარში გადმოცემის, კრიტიკული აზროვნების და
ლოგიკური მსჯელობის უნარჩვევების განვითარება.
ირჩევს გამომსახველობით ხერხებს და მასალას ნამუშევარში ჩანაფიქრის უკეთ გადმოსაცემად. გამოსახავს ლიტერატურულ გმირებს და ცდილობს საკუთარი დამოკიდებულების გადმოცემას. კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას. თანამშრომლობს სხვებთან ერთად პრობლემის გადაჭრისას. საუბრობს საკუთარ ან სხვის ნამუშევრებზე და ასაბუთებს, რატომ მოსწონს ან არ მოსწონს რომელიმე მათგანი. ამოიცნობს ისტორიასა და ლიტერატურაში გავლილ თემებსა და პერსონაჟებს.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეები საუბრობენ,თუ რა იციან თეატრის, მსახიობების შესახებ,რომელი სპექტაკლი აქვთ ნანახი და რომელი მსახიობების შესრულებით.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებ
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო კომპიუტერი,მოძიებული მასალები.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხი 2 წთ.
ა ფაზა- მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფურად, საუბრობენ მონაწილე მსახიობების შესახებ.
აქტივობა 1 [5წთ] მასწავლებელი ამოწმებს საშინაო დავალებას,სვამს კითხვებს და იწყებს საუბარს თეატრის შესახებ.ეკითხება მოსწავლეებს, რომელი სპექტაკლები უნახავთ, რომელი დაამახსოვრდათ განსაკუთრებით და რატომ. გაიხსენონ და დაასახელონ ამ სპექტაკლის მთავარი პერსონაჟები,როგორ იყო სცენა მოწყობილი, როგორი მუსიკა ჟღერდა და ა. შ .ვაჩვენებ სლაიდს...
აქტივობა 2[5წთ]
მოსწავლეები ერთობლივად [ჯგუფებში] ეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს, თეატრალური სამოსისა და დეკორაციის ნიმუშებს.მოსწავლეები უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს, პასუხობენ ინტერაქტივის შედეგებს.
აქტივობა 3 [20წთ]
მასწავლებელი სთავაზობს თითოეული ჯგუფის წევრებს,ერთობლივად იმსჯელონ იმის შესახებ,თუ მათთვის ცნობილი რომელი ლიტერატურული ნაწარმოებების მოხედვით დადგმული სპექტაკლები იქნებოდა საინტერესო მათი თანატოლებისათვის, შემდეგ კი თითოეულმა ჯგუფმა განსაზღვროს დ ა
შეადგინოს ბავშთა თეატრის რეპერტუარი. გარდა ამისა, შექმნან ესკიზები, რომლებზეც წარმოადგენენ ამ სპექტაკლების მთავარი პერსონაჟების სამოსს, გამოკვეთენ მათ გარეგნობას, ხასიათს. თავდაპირველად მოსწავლეები ერთობლივად მსჯელობენ, არჩევენ ლიტერატურულ ნაწარმოებებს და განსაზღვრავენ თეატრის რეპერტუარს, შემდეგ კი ითვალისწინებენ შესასრულებელი სამუშაოს ხასიათს და ქმნიან ესკიზებს.
აქტივობა 4[15 წთ]
თითოეული ჯგუფის ლიდერი ან რომელიმე წევრი აცნობს თანაკლასელებს მათ მიერ შერჩეული სპექტაკლების ნუსხას, ასაბუთებს ერთობლივ არჩევანს, შემდეგ კი ჯგუფის წევრები აცნობენ თანაკლასელებს მათ მიერ შესრულებულ ესკიზებს. ამხანაგები ამოიცნობენ თითოეულ ლიტერატურულ პერსონაჟს და აღნიშნავენ, თუ რა ნიშნებზე გაამახვილეს ყურადღება. მოსწავლეები მსჯელობენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თეატრის მხატვრის საქმიანობა, რა აქვს საერთო თეატრისა და კინოს მხატვრის საქმიანობას და მიაკუთვნებენ თუ არა მას ისევე როგორც თეატრს, ხელოვნების სინთეზურ დარგებს.
|
ჩამოტვირთეთ სლაიდი>>>
No comments:
Post a Comment