პროექტის სახელწოდება:
|
,,დიდოსტატის მარჯვენა’’ [ფილმის განხილვა]
|
პროექტის მთავარი იდეა
|
მოსწავლემ შეძლოს საუბარი ნაწარმოების იდეაზე, ერთიანი, გამთლიანებული საქართველოს შექმნა.
|
პროექტის აქტუალობა
|
მოსწავლეები დაეუფლონ ქართველ კლასიკოსთა შემოქმედებას.
|
ქართული თეატრისა და კინოს ოსტატების გაცნობა. მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორაა ასახული ფილმში მე-11 საუკუნის საქართველოს კულტურული გარემო.მოსწავლეს განუვითარდეს დისკუსიის წარმართვის უნარი.
| |
მონაწილეთა ასაკი:
|
15 წელი
|
ვადები/ხანგრძლივობა:ფფ
|
7 დღე
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
|
მოსწავლეები ნახავენ ფილმს-,,დიდოსტატის მარჯვენა”.ფილმის მიხედვით იმსჯელებენ მე-11 საუკუნის საქართველოს ისტორიულ და კულტურულ ვითარებაზე, ფილმში ნაჩვენებ არქიტექტურულ ძეგლებზე,მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს, როგორია სვეტიცხოვლის ისტორია, რომ იგი უკავშირდება საქართველოში წმ. ნინოს შემოსვლასა და სვეტიცხოვლის სასწაულებრივ აღმართვას. წმ. ნინოს დროს ამ ადგილას სხვა ტაძარი ყოფილა.დღეს აქ მე- 11 საუკუნის ნაგებობაა . იგი გიორგი ,მეფის მეფობის დროს ხუროთმოძღვარ არსაკიძეს აუგია. მასწავლებელი მოუთხრობს მოსწავლეებს, რომ მეფე გიორგის როლი მსახიობმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა შეასრულა, ხოლო კონსტანტინე არსაკიძის როლი-თენგიზ არჩვაძემ.მოსწავლეები საუბრობენ,როგორია ინტერიერი, დეკორაციები, კოსტიუმები, როგორაა ასახული ყოფითი სცენები: ნადიმი, ნადირობა და ა.შ.
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
|
მწერლის რეჟისორის, მსახიობების ბიოგრაფიული მონაცემები- წიგნის საშუალებით, ისტის გამო ყენება.
|
პროექტის მსვლელობა[ძირითადი აქტივობები]
|
მასწავლებელი წინასწარ მოიძიებს ფილმს,,დიდოსტატის მარჯვენა”ფილმის ჩვენებისათვის მოამზადებენ ეკრანს და ,,კინოგაქირავებიდან” მოწვეული სპეციალისტის დახმარებით. აჩვენებს მოსწავლეებს. შემდეგ მასწავლებელი თხოვს მათ, მოიძიონ ინფორმაციები წიგნის ავტორის, რეჟისორისადა, მსახიობების შესახებ,- აგრეთვე-ისტორიული ცნობები სვეტიცხოველის აშენების პერიოდზე. კარგი იქნება, თუ მოსწავლეები წაიკითხავენ კონსტ. გამსაურდიას თხზულებას ,,დიდოსტატის მარჯვენა”.როდესაც კლასს მასალა მოძიებული ექნება, დაიწყებენ ფილმის განხილვას.
|
საგნებთან კავშირი
|
კავშირი ისტორიასთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან .
|
პროექტის ხელმძღვანელი [მასწავლებელი]
|
მარინა ჯიშიაშვილიjji
|
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა”
|
jishiashvilimarina23@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი/
|
jishiashvilimarina23blogspot.com
|
Monday, May 16, 2016
,,დიდოსტატის მარჯვენა" (ფილმის განხილვა)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment